მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს

მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავესსამართალდამცველებმა თორნიკე კაჭარავა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

კაჭარავა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე აიყვანეს.

„თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თ.კ. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით“, – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15.000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. მას ჩიქოვანისა და იოსელიანის კუთხეში გუშინ, გვიან ღამით ოთხჯერ ესროლეს.

დაზარალებულს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინდია გოგოჭური მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

იმედინიუსი