მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდი აშშ-ში დაქორწინდა

მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდი აშშ-ში დაქორწინდასაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, ის ამ წუთისთვის აშშ-ში სწორედ შვილის ქორწილისთვის იყო ჩასული, რომელიც 30 ივნისს შედგა.

„განწყობას ვერაფერი ვერ გამიფუჭებს, ვერანაირი პროკურატურა რადგან ახლა ვიმყოფები ამერიკაში და გუშინ დავესწარი ჩემი ვაჟის, ედუარდის ქორწილს, “ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას რძალი ძალიან მოსწონს.