მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

“დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”- ნათქვამია განცხადებაში.