ნაპოლი ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდის

ნაპოლი ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდისიტალიური ნაპოლი მადრიდის რეალის ფორვარდში კარიმ ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ამ თანხას რეალი სავარაუდოდ არ დათანხმდება. ნაპოლის მომავალ სეზონში კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს, რომელიც ბენზემას კარგად იცნობს და დიდი სურვილი აქვს რომ ფრანგი თავდამსხმელი ისევ თავის გუნდში იხილოს.

ბენზემამ გასული სეზონი არცთუ კარგად ჩაატარა, ამიტომ მისი გაყიდვა რეალის მხრიდან გამორიცხული არ არის. ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ მან რეალის შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოიგო.