ნარკოდანაშაული შესაძლოა, სიკვდილით დასჯადი გახდეს – ოკუპირებულ აფხაზეთში საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ

ნარკოდანაშაული შესაძლოა, სიკვდილით დასჯადი გახდეს - ოკუპირებულ აფხაზეთში საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით მხარი დაუჭირეს.  კანონპროექტის მიხედვით, არაღიარებულ რესპუბლიკაში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ასევე, ბრალდებულის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ა მოხდება.

ცვლილების ინიციატორის ე.წ. დეპუტატ დიმიტრი დბარის განმარტებით, ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ ნარკომოვაჭრეებზე და არა რიგით ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლის დაჯარიმებას 6 ათასი რუბლის ოდენობით და მართვის მოწმობის ჩამორთმევას.