ნიკა მელია: „ხვალ წარვადგენთ ყველასათვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატს“

ნიკა მელია: „ხვალ წარვადგენთ ყველასათვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატს“9 ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება. „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ოფიციალურად დღეს დაფუძნდა და ოპოზიციურმა პარტიებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ყველასათვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ ხვალ:

„ხვალ იქნება კანდიდატის წარდგენა, საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც უნდა გახდეს არა რომელიმე კონკრეტულად ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის, ან მით უფრო გაერთიანების პრეზიდენტი, არამედ ტავად სახელმწიფოს პრეზიდენტი, ისე არა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხოლოდ „ართული ოცნების“ მინისტრები, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ და სწორედ ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებთ, ყველასათვის მისაღები კანდიდატურა იქნება წარდგენილი ხვალ საღამოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არანაირი კონსულტაციები არ ჰქონითა მოქმედ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან:

არანაირი კონსულტაციები არ გვქონია მარგველაშვილთან და მე ვფიქრობ, თავად არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.