ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდასაქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირში მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ნიკამ ურუგვაელი პაბლო კუევასი დაამარცხა 7:6, 6:4. აღსანიშნავია რომ ტურნირის პირველ ეტაპზე ბასილაშვილმა ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ფილიპ კოლშრაიბერი გამოთიშა ასპარეზობას, რაც ერთგვარი სენსაციაც იყო.
ამჟამად ბასილაშვილი რეიტინგში 81–ე პოზიციას იკავებს, მაგრამ მან უკვე გაინაღდა სარეიტინგო ქულები და ის მინიმუმ 68-ე პოზიციამდე იაწევს ტურნირის ბოლოს. მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე პაბლო კარენა ბუსტა იქნება.