ოზურგეთში 78 წლის კაცმა 82 წლის და მოკლა

ოზურგეთში 78 წლის კაცმა 82 წლის და მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ძმამ და მოკლა და საკუთარ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ეზოში დამარხა.

82 წლის ქალის ცხედარი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხის ძირას დამარხული იპოვეს. ცხედარი, სავარაუდოდ, 2 კვირის დამარხულია.

სოფელ დვაბზუში, რ.თ.-ს საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცავები დილიდან მუშაობენ და ახლო პერიმეტრი ჩაკეტილი აქვთ.

78 წლის კაცმა 82 წლის დის დაკარგვის შესახებ პოლიციას 2 დღის შემდეგ შეატყობინა. ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ის, სავარაუდოდ, თავში ჩაქუჩის ჩარტყმისგან გარდაიცვალა.

ბრალდებულის და, რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო, მეზობლებმა ეჭვის საფუძველზე მათი საცხოვრებელი სახლი და ეზო დაათვალიერეს, რის შედეგადაც ეზოში დამარხული ქალი ნახეს.

გურია ნიუსის ცნობით, ქალი გათხოვილი არ ყოფილა და ძმასთან ერთად, მამის დანატოვარ სახლში ცხოვრობდა. მის ძმას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, შვილები კი უცხოეთში ცხოვრობენ.

საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.