პოლიციელმა ფოთში 20 წლის ნაზიმ გუზანოვი მოკლა

პოლიციელმა ფოთში 20 წლის ნაზიმ გუზანოვი მოკლაფოთში პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია – ის 1998 წელს დაბადებული ნაზიმ გუზანოვია, 20 წლის მამაკაცი წარსულში რამდენიმეჯერ ნასამართლევია.

„კურიერის“ ცნობით, გუზანოვი 26 მაისს პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით იქნა მიცემული. მას ბრალად თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატის ჯგუფურად ქურდობის მცდელობა ედებოდა.

ნაზიმ გუზანოვს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ის მოგვიანებით (16:06. 2018 წ. ) გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. საქმე ამ დრომდე ძიებაშია და განაჩენი არ დამდგარა.

მას ასევე ადმინისტრაციული სახდელი დაედო: 2016 წელს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე და 2018 წელს მარიხუანის მოხმარებაზე.

ნიუპოსტი