პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებსაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დაასახელებს. პრეზიდენტი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უკვე გამართა.