ჩინეთში, სიჩუანში ავტომობილს კლდიდან მოწყვეტილი დიდი ლოდი დაეცა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
Volkswagen-ის მარკის ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა. შემთხვევა მის უკან მიმავალი ავტომობილის კამერამ დააფიქსირა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი გადარჩა, თუმცა მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იმედინიუსი