რუსეთის მოქალაქემ აუქციონზე ტაბახმელაში მდებარე სახელმწიფო მიწა იყიდა

რუსეთის მოქალაქემ აუქციონზე ტაბახმელაში მდებარე სახელმწიფო მიწა იყიდარუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმეტ მალსაგოვმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 9.275 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი 808.000 ლარად იყიდა.
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 112.000 ლარი იყო. აუქციონში ოთხი სუბიექტი მონაწილეობდა, 2018 წლის 6 ივლისს კი გამარჯვებულად ახმეტ მალსაგოვი გამოცხადდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახმეტ მალსაგოვი საქართველოში რეგისტირებული ორი კომპანიის მეწილეა, იგი შპს „ურბანი გრუპ“-ში და შპს „წავკისი-ვილ“-ში 50 – 50 %-ს ფლობს. ორივე კომპანიაში მისი პარტნიორები ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან – მუსლიმ იზმაილოვი და მაგომედ მალსაგოვი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და მყიდველს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება საინვესტიციო ან სხვა სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.

რეგინფო