რუსთავში მერსედესი ამობრუნდა – 1 ადამიანი დაიღუპა

რუსთავში მერსედესი ამობრუნდა - 1 ადამიანი დაიღუპარუსთავში ავტომაგისტრალზე “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.