საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა – ვიდეო

საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა - ვიდეოსაბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ძანაკოპულოსმა განაცხადა.
ამასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება.
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა.

https://www.facebook.com/protothemagr/videos/10156181619122199/