საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა – დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა - დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენსაბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია 16 ბავშვის დაღუპვის შესახებ.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს.

ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.

თუმცა, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ათენის შემოგარენში ხანძარი განზრახ გააჩინეს.