“სადარბაზოში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა” – განზრახ მკვლელობი მცდელობისთვის 20 წლის ბიჭი დააკავეს

"სადარბაზოში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა" - განზრახ მკვლელობი მცდელობისთვის 20 წლის ბიჭი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.