“საპატრიარქოს ტახტის დასაკავებლად მეუფე გრიგოლი, მეუფე იაკობი და მეუფე დანიელი იბრძვიან”

"საპატრიარქოს ტახტის დასაკავებლად მეუფე გრიგოლი, მეუფე იაკობი და მეუფე დანიელი იბრძვიან"რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვრის მამა გიორგი აბდუშელიშვილი „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს,  რომ საპატრიარქო ტახტის დასაკავებლად 3 მთავარეპისკოპოსი იბრძვის. სასულიერო პირი ასახელებს მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილს, მეუფე იაკობ იაკობაშვილს და მეუფე დანიელ დათუაშვილს:
„ფაქტია, რომ საპატრიარქოს ტახტის დასაკავებლად მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე იაკობ იაკობაშვილი და მეუფე დანიელ დათუაშვილი აშკარად და დაუფარავად იბრძვიან! არიან სხვებიც… ამათ ერთი რამ ავიწყდებათ – პატრიარქის გამორჩევა მხოლოდ ღმერთის ძალით მოხდება! ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც დღეს საპატრიარქოს ტახტის დასაკავებლად იბრძვის, მომავალში იმათგან ბევრი შესაძლოა ეპისკოპოსიც აღარ იყოს.“ -აცხადებს მამა გიორგი.