საფრანგეთის ციხიდან პატიმარი რედუან ფაიდი ვერტმფრენით გაიქცა

საფრანგეთის ციხიდან პატიმარი რედუან ფაიდი ვერტმფრენით გაიქცასაფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე Seine-et-Marne-ს ციხიდან ორგანიზებული დანაშაულისთვის დაპატიმრებული ცნობილი კრიმინალი, 46 წლის რედუან ფაიდი ვერტმფრენით გაიქცა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

მას გაქცევაში სამი შეიარაღებული ადამიანი დაეხმარა.

ფაიდი ციხიდან დილით გაიქცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაიდმა კი საპატიმრო დაწესებულება იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელიც ბელგიაშია დარეგისტრირებული.

მოგვიანებით, აღნიშნული ვერტმფრენი საფრანგეთის სხვა ქალაქში დამწვარი აღმოაჩინეს.

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაკავების შემდეგ ის იზოლირებულ საკანში იყო მოთავსებული.

რედუან ფაიდი საფრანგეთის მკვიდრი, ალჟირული წარმოშობის კრიმინალია. ბრალი ედება არაერთ ძარცვაში.

1990-იანი წლებიდან მან ჟან-კლუდ ბისელთან ერთად შექმნა შეიარაღებული დაჯგუფება და პარიზში ძვირფასეულობას იპარავდა. ქურდავდა ბანკებსაც.

2001 წელს შეიარაღებული ძარცვისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 10 წელიწადში გაათავისუფლეს.

2009 წელს მან დაწერა წიგნი „Braqueur: დიდ ბანდიტთა ქალაქი“, სადაც კრიმინალთა ცხოვრების შესახებ წერდა.

2011 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ძარცვისას პოლიციელი ქალი მოკლა. 2013 წელს მასზე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული ძებნა იყო გამოცხადებული.

დაკავების შემდეგ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე წელს მან Sequedin-ის ციხეში ბუნტი მოაწყო, რომლის დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, დაცვის 5 თანამშრომელი მძევლად აიყვანა და ციხიდან გაიქცა, თუმცა 6 კვირაში ისევ დააკავეს.