“სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა” – საბერძნეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

“სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა" - საბერძნეთის ტრაგედიის ახალი დეტალებისაბერძნეთის პოლიციის შესანიშნავ მუშაობაზე, მატის სასიკვდილო ცეცხლის დროს, ისაუბრა სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დიმოსთენის ანაგნოსტაკისმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე, აღმოსავლეთ ატიკაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბატონმა ანაგნოსტაკისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატი 23 ივლისის საბედისწერო ორშაბათის საღამოს უპრეცედენტო ამინდის პირისპირ აღმოჩნდა.

“სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა. ალუმინის დნობის წერტილი 660 გრადუსია. ბორბლის შესაქმნელად ალუმინის და ტიტანის შეერთება ხდება, 1666 გრადუსზე. ასე რომ თქვენ ხვდებით, რა ტემპერატურაზეც ვსაუბრობთ, “განაცხადა მან.

გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მოსახლეობაში არსებობდა ილუზია, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ, რადგან არსებობდა მარათონოს ქუჩა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ცეცხლის საწინააღმდეგო ზოლი.

“რეგიონში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ, ვინიდან წლების მანძილზე ხანძარი აღმოსავლეთიდან იწყებოდა და დასავლეთის მიმართულებით ვრცელდებოდა, ამიტომ ხალხს შეექმნა უსაფრთხოების განცდა, მარათონოს ქუჩის გამო. თუმცა ეს არცერთ ოფიციალურ ორგანოს არ გაუვრცელებია. ვფიქრობ, ეს იყო ილუზიის ტრაგიკული შედეგები “, – განმარტა მან.

გეორგიანს.გრ