ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო

ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყოტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ გამოყვანას თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან.

გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის დაწყვებამდე მაშველებმა გამოქვაბულის შესასვლელიდან ყველა ჟურნალისტი, ბავშვების მშობლები და ნათესავები გაიყვანეს.