ქალი ბავშვებს დანით გამოეკიდა – რა მოხდა რუსთავში

ქალი ბავშვებს დანით გამოეკიდა - რა მოხდა რუსთავშირუსთავში, XI მიკრო-რაიონში უცნობი ქალი არასრულწლოვან ბავშვებს ცივი იარაღით, გამოეკიდა. არსებული ინფორმაციით ქალსა და ბავშვებს შორის მანამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის დროს პირმა, რომელიც ფაქტს შეესწრო პოლიციაში დარეკა. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტში მონაწილე ქალი იდენტიფიცირებულია და პოლიციაში ის უკვე დაკითხეს.