”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ ეყოლება

”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ ეყოლებასაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება თუ კანდიდატს „უშუალოდ მათი წრიდან არ აარჩევენ“:

„ქართულ ოცნებას ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.