ქუთაისში ავარიას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა

ქუთაისში ავარიას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდაქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, საღორიას დასახლებაში მოხდა.