ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დ.ღ.-ს პატიმრობა შეეფარდა – მოზარდების მკვლელობის საქმე

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დ.ღ.-ს პატიმრობა შეეფარდა - მოზარდების მკვლელობის საქმეთბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. სასამართლომ ბარლდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დ.ღ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საუბარია 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეზე, რომელიც ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. მას სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედავებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახეთ გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომრობა არ გაითვალისწინა.