ძარცვა ისანში – დაჭრეს 1 ახალგაზრდა

ძარცვა ისანში - დაჭრეს 1 ახალგაზრდაძარცვის მცდელობის დროს ისანში, ქეთევან წამებულის 65 ნომერში ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. კაცმა ჩანთა წაართვა ქალს და გაქცევის დროს მას იქვე მყოფი ახალგაზრდები დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევისას, მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბიჭს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილი კი დანაშაულის ადგილზე რჩება. მას სამართალდამცველები პოლიციის მანქანაში კითხავენ.

იმედინიუსი