” წარმოდგენილ გუნდში ვერ ვხედავთ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს” – სერგო რატიანი ახალ სამთავრობო გუნდზე

" წარმოდგენილ გუნდში ვერ ვხედავთ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს" - სერგო რატიანი ახალ სამთავრობო გუნდზე“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანის ახალ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ კანდიდატებში პარტია პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ვერ ხედავს.

,,პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად ტექნიკური მთავრობის მსგავსია, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება’’ – განაცხადა სერგო რატიანმა.