ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია – ვიდეო

ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია - ვიდეომდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია.

imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში წვიმამ იმატა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით,  ელექტროგადამცემ ბოძებს ხსნიან.

სტიქიის ზონაში გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

https://www.facebook.com/1stchannel/videos/1856115554446121/