ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდასოჭში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი რუსეთსა და ხორვატიას შორის.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროშიც მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

პენალტების სერია უფრო ზუსტად ხორვატებმა დაარტყეს და გაიმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები ინგლისს შეხვდება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელგია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.