ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს

ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარესხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.