ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან გაუშვეს

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან გაუშვესხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. სამპაოლი კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.
სამპაოლი არგენტინის ნაკრებს ორი წლის მანძილზე წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ წარმატებას ვერ მიაღწია. აღსანიშნავია ისიც რომ სამპაოლის არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა არგენტინის ნაკრების ლიდერებთან სერხიო აგუეროსთან და ლიონელ მესისთან.