13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა – ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალები

13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა - ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალებიურეკში გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ადასტურებენ, რომ 13 წლის მოზარდი პედაგოგის აკრძალვას არ დაემორჩილა და მეგობრებთან ერთად დილით ადრე ზღვაზე გაიპარა.

წყალში 3 მოზარდი შევიდა, თუმცა მაშველებმა მათგან მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლეს.

სამივე მოზარდი ანსამბლს „ლაშქრულის“ წევრია.  ანსამბლი კახეთიდან გასტროლებზე იმყოფებოდა. „ლაშქრულის“ წევრები ურეკში გამთენიისას ჩამოვიდა და მოზარდები სხვადასხვა ნომრებში გადანაწილდნენ.

„ყველა ბავშვმა იცოდა, რომ ხელმძღვანელის დაუკითხავად არსად არ უნდა გასულიყო. ჩამოვედით დილას ადრე. დაახლოებით 05:00 საათი იქნებოდა, ვისვენებდით. ველოდებოდით საუზმეს და საუზმის შემდეგ კარგი ამინდის შემთხვევაში უნდა ყველა გავსულიყავით ზღვაზე. ეს ბავშვი, როგორც აღმოჩნდა, მეგობართან ერთად დაუკითხავად გავიდა. გაიპარნენ და ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა,“-განაცხადა ანსამბლის წევრმა გიორგი ქურდაშვილმა.

სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ანსამბლის ხელმძღვანელი. მან პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა.