15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა, გარდაიცვალა

უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც გიორგი გორგაძე, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, კომაში იყო და ექიმებიც და მშობლებიც სასწაულს ელოდნენ… სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და 15 წლის გიორგი წუხელ გარდაიცვალა…

ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა…

რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა – იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას… სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა…

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018