3 დღის წინ დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე იპოვეს

3 დღის წინ დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე იპოვესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს დაკარგული მოზარდი, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ თბილისში, 12 ივლისს იპოვა და კასპის რაიონში, ოჯახში დააბრუნა.

3 დღის წინ დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე იპოვესკასპის რაიონის სოფელ აღაიანში მცხოვრები15 წლის სანდრო მახათაძე სამი დღის წინ გაუჩინარდა.

“2 დღის წინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. არ უთქვამს სად მიდიოდა. ადრეც მოახერხა გაპარვა და დიდუბეში ვიპოვეთ, როცა რამე ეწყინება ასე იპარება ხოლმე. კიკვიძის ბაღთან ვიღაცასთან ერთად შეამჩნიეს იმის მერე კვალი იკარგება. ყველას გთხოვთ დამეხმარეთ” – აღნიშნავდა დაკარგულის დედა.

ნიუპოსტი