400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს

400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდესსასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი მალე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი რეგულაციების გასატარებლად უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროცესის დასრულებას სექტემბრამდე შეძლებენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც დღეს ბაზარზე არის, რომ დაწესდეს ზღვრული ფასები“-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრები კი მიიჩნევენ, რომ რეალური ცვლილებისთვის უფრო რადიკალური რეფორმაა საჭირო.

„მოქალაქეების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაუმჯობესდება, სანამ მედიკამენტი არ მოექცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მედიკამენტი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოხვდეს ამას სჭირდება ამ პროგრამის დიზაინის სერიოზული გადაწყობა“- აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რუსთავი 2