“7 თვის წინ ისე სცემეს, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა…” – სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახი მომხდარს შურისძიებას უკავშირებს

"7 თვის წინ ისე სცემეს, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა..." - სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახი მომხდარს შურისძიებას უკავშირებსამ დრომდე უცნობია თბილისში 2 დღის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის მოტივი. შს სამინისტრო არაფერს ამბობს, არიან თუ არა დაკავებულები განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობაში ბრალდებულები. რაც მედიამ გაარკვია, ელიას უბანში მოკლული 20 წლის გეორგ სარქისიანია. ახალგაზრდა ბიჭს 15-მა პირმა 22 ჭრილობა მიაყენა.

ოჯახის წევრების თქმით, გეორგი ნაწამებია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

საქმეში ფიგურირებს მკვლელობის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოიღეს.

“დაჩეხეს, 20-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება… ეს იყო განზრახ მკვლელობა, ჩემი ძმას 15 -მდე ადამიანი ზურგიდან ურტყამდა, ისინი 2 ავტომობილით იყვნენ. ყველას ჰქონდა დანა”- ამბობს მოკლული ბიჭის და, მარია სარქსიანი, რომელიც მომხდარს წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

“ეს კონფლიქტი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციამ კი არაფერი იციდა. კონფლიქტის შესახებ არაფერი ვიცი, არაფერს ამბობდა. 7 თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა ჩასმული, მისი ტოლი ბიჭები არიან, თუმცა მათი ვინაობა არ ვიცი”- აღნიშნა სარქსიანმა.

გარდაცვლილის მამას უჭირს თქვას, რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი.

“გარეთ ელოდებოდნენ, რა გახდა ამ საშინელების მოტივი, ამას გავარკვევ”- თქვა მამამ.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილი არამიანცის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს.

“ყვიროდა – მომკლეს, მიშველეთო”- თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.