ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია – პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია - პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდებახმაურია ამ წუთებში ხაიშსა და ჭუბერში, სადაც დღეს დილით ფინანსური პოლიცია შევიდა.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავთა მობილიზებას მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რაც შეეხება ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიციის მობილიზებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა.