ანანურთან სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქე დაიღუპა – ლადა ხევში გადავარდა

ანანურთან სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქე დაიღუპა - ლადა ხევში გადავარდა18 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურთან ლადას მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი