ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ. ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს

ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ. ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავესთურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის პოლიციამ 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე სავაჭრო ცენტრიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული.
რამდენიმე ხნის წინ მან სავაჭრო ცენტრის გასახდელში ტანსაცმელს დამაგრებული ჩიპები მოხსნა და სავაჭრო ობიექტიდან ისე მოიპარა. მისი ეს ქმედება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე ისევ დაბრუნდა აღნიშნულ სავაჭრო ცენრტრში, მას თან ახლდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თ.დ.

ნ.ბ მაღაზიის თანამშრომლებმა იცნეს და პოლიციას დაუკავშირდნენ, ორივე ახალგაზრდა დააკავეს. მათი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელი ხელსაწყო. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.