ანტონიო კონტე ჩელსიდან გაუშვეს

ანტონიო კონტე ჩელსიდან გაუშვესანტონიო კონტე ჩელსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ეს ინფორმაცია ჩელსის ვებ საიტმა ოფიციალურად დაადასტურა. კონტემ და ჩელსიმ კონტრაქტი გაწყვიტეს და კომპენსაციის სახით იტალიელ სპეციალისტს სოლიდური თანხა გადაეცემა.
წლევანდელი სეზონის ბოლოს უკვე ნათელი იყო რომ კონტე ჩელსის დატოვებდა, თუმცა აქამდე ოფიციალურად ის ჩელსის მწვრთნელი იყო. კონტეს სავარაუდოდ მისი თანამემამულე მაურისიო სარი ჩაანაცვლებს, რომელიც უახლოეს დღეებში ლონდონში უნდა ჩავიდეს და ჩელსისთან კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს.