აფეთქება ქუთაისში – ავტოქარხნის ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

აფეთქება ქუთაისში - ავტოქარხნის ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდააფეთქება და ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გავრცელდა.

აფეთქებამ თუჯჩამომსხმელ ქარხანაში შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. დაშავდა 5 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.