ავარია ოზურგეთში – მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა, შეჯახების შედეგად ამოტრიალდა

ავარია ოზურგეთში - მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა, შეჯახების შედეგად ამოტრიალდადღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ძლიერი დარტყმის შედეგად, შავი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.