ავტომფლობელებმა სოკართან საპროტესტო აქცია გამართეს – ”საწვავის ფასი კოლოსალურია!”

ავტომფლობელებმა სოკართან საპროტესტო აქცია გამართეს - ”საწვავის ფასი კოლოსალურია!”საწვავის ფასებთან დაკავშირებით, „სოკარ ჯორჯიას“ სათავო ოფისთან აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სოკარი და სხვა მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ, ხოლო საწვავის ფასი კოლოსალურია. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბაზარზე მოთამაშე მსხვილი კომპანიები მცირე მომწოდებლებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, ხოლო სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს აზიანებს, ვინაიდან ფასები ყოველ კვარტალში იზრდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ინტერპრესნიუსი