ბათუმში მამაკაცი და მისი შვილი დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი და მისი შვილი დაჭრესმამაკაცი დაჭრეს ბათუმში – 28 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაული მეზობელმა ჩაიდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. დაზიანება აქვს მიყენებული დაჭრილი მამაკაცის შვილსაც.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2