ბესიკ ამირანაშვილი: “გამძოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“

ბესიკ ამირანაშვილი: "გამძოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილმა ტყიბულის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.”პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, „112“ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადნენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, 4 ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება” – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.