ნიკა გვარამია – “ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას ლეო ბოკერიას სთავაზობდა”

ნიკა გვარამია - "ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას ლეო ბოკერიას სთავაზობდა"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობას რუსეთში მოღვაწე ქირურგ, ლეო ბოკერიას სთავაზობდა – ამის შესახებ გადაცემა ,,აქცენტებში” რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას ინფორმაციით, ბოკერია, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მას საქართველოში ფაქტობრივად წლებია არ უცხოვრია, ივანიშვილი ჰპირდებოდა რომ ის ,,ყველაფერს მოუგვარებდა”.
,,85 წლის ქირურგს სთავზობდა პრეზიდენტობას და მისი რეაქციაც ვიცი, ჩვენს საერთო მეგობართან გამოხატული, რომ მემგონი მანდ არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში და ივანიშვილს მგონი ფისიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვსო. ლეო ბოკერიასაც კი გაეცინა ამ შეთავაზებაზე” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიუპოსტი