ბიძინა ივანიშვილი: “წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ”

ბიძინა ივანიშვილი: "წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ"ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღრა იჩქარებს.

„წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი. რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, სანამ ენერგია მექნება. რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები.” – განაცხადა ივანიშვილმა