“ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის”- რა უთხრა მალხაზ კობაურმა ახალ ადვოკატს

"ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის"- რა უთხრა მალხაზ კობაურმა ახალ ადვოკატსხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ალუდა ბუჩუკური მალხაზ კობაურს გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის. მისივე თქმით, კობაურს სამართალდამცველები ისევ დაკითხავენ.

“ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, ვიდრე გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. თავად მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის. უახლოეს დღეებში მე კვლავ შევხვდები გამომძიებლებთან ერთად,” – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი 3 კვირის წინ მოკლეს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსია დაკავებული.