ბუფონი: ”პსჟ-ში დავამტკიცებ რომ ისევ დიდი მეკარე ვარ”

ბუფონი: ”პსჟ-ში დავამტკიცებ რომ ისევ დიდი მეკარე ვარ”ჯანლუიჯი ბუფონმა ფრანგულ პსჟ-სთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიელმა ლეგენდამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. ბუფონის თქმით მას ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ამას აუცილებლად დაამტკიცებს თავის ახალ გუნდში:
”პსჟ-ში როდესაც მიმიწვიეს კარიერის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარი ვერ ვთქვი. ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. იუვენტუსი ყოველთვის ძალიან მეყვარება”–განაცხადა ბუფონმა.
იუვენტუსში ბუფონმა 16 წელიწადი გაატარა.