”ჩვენს “გამონაცვალ” ძონძებს ათასობით დოლარად ყიდის მათზე, ვისაც იგივე არ გაუვლია” – ნათია ფანჯიკიძე დემნა გვასალიაზე

”ჩვენს "გამონაცვალ" ძონძებს ათასობით დოლარად ყიდის მათზე, ვისაც იგივე არ გაუვლია” - ნათია ფანჯიკიძე დემნა გვასალიაზენათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”დემნა გვასალია არის, მე თუ მკითხავთ, რათქმაუნდა, მსოფლიოში საქართველოს საპატიო ელჩი. ის ყველას უყვება ამბავს ჩვენზე, ჩვენი 90-იანების, ჩვენი ბაზრობის ჩანთების, ჩვენი სამი ზომით დიდი ტანსაცმლის შესახებ და ჩვენს “გამონაცვალ” ძონძებს, ჩვენი ახლო ისტორიული მონაკვეთის კოსტუმებს ათასობით დოლარად ყიდის მათზე, ვისაც იგივე არ გაუვლია.
ამჯერად 40 ქართველი გოგო-ბიჭი წაიყვანა შოუს ჩვენებისთვის, რომ მათ შეექმნათ “იმიჯები”. ამ ადამიანის წყალობით დღეს მოდაშია საქართველო, ჩვენ კი შორიდან სხვა თვალით ვათვალიერებთ საკუთარ გუშინდელ დღეს.”