“დაინტერესდით ზვიად კუპრავას საქმიანობით” – სოფო კილაძე სამართალდამცველებს მიმართავს

"დაინტერესდით ზვიად კუპრავას საქმიანობით" - სოფო კილაძე სამართალდამცველებს მიმართავსპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს დაინტერესდნენ ზვიად კუპრავას საქმიანობით.

“კუპრავამ დამადანაშაულა იმაში, რომ მე ვარ სუს-თან შეკრული, რომ მე მაქვს რაღაც ინფორმაცია სუსი-სგან. დღეს მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებს პროკურატურაში მივიდეს და მოითხოვოს გამოძიება, თუ საიდან მაქვს მე ინფიორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო საზღვარგარეთ და გია უდესიანი შვილმა მას გადასცა ჩანთა. ეს ინფორმაცია არის აბსოლუტურად ხელმისაწვომი, დაახლოებით ივნისის დასაწყისში გავრცელდა ვიდეო კადრები, ყველაფერი რაზეც კითხვები დავუსვი კუპრავას იყო ამობეჭდილი ამ ვიდეო კადრებზე და მთელი სააგენტოები გადაჭრელებული იყო

როცა კუპრავას დავუსვი კითხვა, მე არსად მიხსენებია ჩემს კითხვებში სიტყვა ფული ან უდესიანმა რომ გადასცა ფული. თუმცა, ის ჩადგა თავის მართლების რეჟიმში და თქვა, რომ მას ფული არ აუღია უდესიანის ვაჟისგან.

მე მინდა მივმართო შესაბამის უწყებების წარმომადგენლებს დაინტერესდნენ ბატონი კუპრავას საქმიანობით, რატომ ჩადგა ის თავის მართლების რეჟიმში და ფული რა შუაშია იყო, ნამდვილად გადასცა თუ არა გია უდესიანის შვილმა კუპრავას ეს თანხა, რაზეც ის ამბობს არ ამიღიაო. გაურკვეველია, რატომ უნდა ამტკიცოს ამ ადამიანმა ასეთი რაღაცა? ასევე, დაინტერესდეს კუპრავას საქმინობით, ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები.

მახსოვს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ კუპრავა ფიგურირებს 26 მაისის დარბევების თემაში. ბუნებრივია მნიშვნელოვანია ყველა კითხვას მასთან დაკავშირებით გაეცეს პასუხი. ძალიან კარი იქნება, თუ ის თავის ფეხით მიმართავს პროკურატურას და მოთხოვს გამოარკვიოს ეს საქმე”, – განაცხადა სოფო კილაძემ გადაცემა “პოლიტმეტრში” .

ზვიად კუპრავას დღეს თბილისის პროკურატურაში განცხადება შეაქვს და საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს დაადგინოს, საიდან აქვს სოფო კილაძეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ ვილნიუსში იმყოფებოდა.